აშშ-ჩინეთი

აზიაში ვიზიტის ფარგლებში ტრამპი სი ძინფინგს შეხვდება - თეთრი სახლი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის ცნობით, აზიაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდება. 

პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპი მალაიზიაში 24 ოქტომბერს ღამით გაემგზავრება და სამხრეთ კორეასაც ეწვევა, სადაც 30 ოქტომბერს სი ძინფინგს შეხვდება. 

მანამდე, 10 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ "ჩინეთი ზედმეტად აგრესიული ხდებოდა."

"ჩინეთში ძალიან უცნაური მოვლენები ხდება! ისინი ზედმეტად აგრესიულები ხდებიან და მთელ მსოფლიოში ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ექსპორტის კონტროლის დაწესება წარმოების ყველა იმ ელემენტზე სურთ, რომელიც იშვიათ წიაღისეულთანაა დაკავშირებული და პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი მოაფიქრდებათ" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპმა თქმით, ამ მოვლენების გათვალისწინებით ის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან, კორეაში დაგეგმილი შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავდა.

კომენტარები