23 ოქტომბერს ლონდონის პოლიციამ რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. დაკავებულები - 48, 45 და 44 წლის კაცები არიან.
"ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი, ვისაც ჩვენ ‘პროქსიებს’ ვუწოდებთ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ არის გადაბირებული და ეს დაპატიმრებები პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მიმდინარე მცდელობებს, შევაფერხოთ ამ ტიპის საქმიანობა" - განაცხადა ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის მეთაურმა, დომინიკ მერფიმ.
ცნობისთვის, ივლისში მოსკოვი გაერთიანებული სამეფოს უცხოური გავლენის სარეგისტრაციო სიაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფოსთვის მომუშავე ნებისმიერ პირს ევალება, მისი საქმიანობის შესახებ დოკუმენტების წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ემუქრებათ.





