დააკვირდით, რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე პოლიცია ვის აკავებს - ისინი არიან მათი ორგანიზატორების მხრიდან საგამზირედ განწირული მსხვერპლები. ადგილობრივი ორგანიზატორები ტროტუარზე დგანან, უცხოეული ორგანიზატორები კი - ტრიბუნიდან საუბრობენ და მათ აქეზებენ. საბოლოო ჯამში, სუსტ, მოწყვლად და ემოციურად ამყოლ ადამიანებს სწირავენ იმისთვის, რომ კანონი დაარღვიონ და შემდეგ ისინი მსხვერპლად წარმოაჩინონ [...]
50 ადამიანი მილიონნახევრიან ქალაქს თავის ნებას ვერ მოახვევს. ზუსტად ეს არის, რაც გარედან უნდათ, დაამკვიდრონ, რომ აქ აპარტეიდი იყოს და უმცირესობამ უმრავლესობას თავისი ნება უკარნახოს [...] არის მცდელობა, რომ მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა და შერცხვენილმა უმცირესობამ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მთლიან ქალაქს საკუთარი ისტერია თავს მოახვიოს.





