საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

კობახიძე: როცა ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის

“რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწვევას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწვეტილებაა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში.

არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, პირიქით, წარსულში თუ გავიხსენებთ გერმანიის ელჩებს, ყველას შეჰქონდა თავისი დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და, რასაც 30 წლის მანძილზე აშენებდნენ მისი წინაბორბედები, ეს ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ბატონმა ფიშერმა, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს თანამრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს ძალიან მალე აღდგება.

(…) არ ვიცი როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მიერ, მაგრამ როცა ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის შესახებ. 

კომენტარები