საკრებულოები

თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების თავმჯდომარეებს მე-4 მოადგილე ემატებათ – კანონპროექტი

ქართული ოცნების ახალი კანონპროექტის მხედვით, ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები იქმნება. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეებს კიდევ ერთი, მეოთხე მოადგილე ემატებათ. 

ასევე იქმენა კიდევ ერთი ახალი თანამდებობა, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. 

გამარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით შეიქმნება ხუთი თანამდებობის პირის შტატი, ხოლო ხუთ თვითმმართველ ქალაქს დაემატება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატი. 

"კანონპროექტით საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით კანონს ემატება ახალი, 32 მუხლის გ¹ ქვეპუნქტი და 371-ე მუხლი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ამ მუხლით გათვალისწინებულია განისაზღვროს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და მისი გადარჩევის საკითხი. პროექტის თანახმად გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არჩეულ იქნეს კომისიის მიერ კომისიის შემადგენლობიდან კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით.

ხოლო თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის დამატებით მოადგილესთან დაკავშირებით ცვლილება შედის კანონის 36-ე და 71-ე მუხლების პირველპუნქტებში, რომლის თანახმად თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეებს ნაცვლად სამისა, ეყოლება ოთხი მოადგილე". - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ანაზღაურებას, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მათი ანაზღაურება 2026 წლის ბიუჯეტის არსებული ვარიანტით განიხაზღვრება. კერძოდ, კომისიის თამჯდომარის მოადგილის ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 4 000 ლარს. ხოლო თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილის [გარდა თბილისისა] - 7 200 ლარს, თბილისის საკრებულოს თავმდომარის მოადგილის კი - 9 600 ლარს.  

"ვინაიდან, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის არსებული ვარიანტით, VIII თავის 24 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულპირთა შრომის საბაზისო ანაზღაურება შეადგენს 1 600 ლარს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 4 000 ლარს (1 600*2.5), შესაბამისად, კანონპროექტის მაქსიმალური გავლენა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების ნაწილში არის 20 000 ლარი.

ხოლო, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქ. თბილისისა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ერთი შტატის შრომის მაქსიმალური ანაზღაურება შესაძლებელია შეადგენდეს 7 200 ლარს (1 600*4.5), ხოლო თბილისში - 9 600 ლარს (1 600*6) შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება კანონის შესაბამისად განსაზღვრული თანამდებობის სარგოების ოდენობაზე (სახელფასო კატეგორიების გათვალისწინებით)". - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები ივანიშვილის დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიადი შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი და ნინო წილოსანი არიან. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

შეგახენებთ, 2017 წლიდან საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქია: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

კომენტარები