საკრებულოები

მელია: გახარიას კანდიდატებს მხარს დავუჭერთ, მაგრამ საკვანძო პოზიციები ოპოზიციის უნდა იყოს

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ნიკა მელიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადაა, საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს, თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატები აირჩიოს. თუმცა, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, სანაცვლოდ, ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

"გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არაფერი არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას, მიანიჭა იმისთვის, რომ რომ ქართულმა ოცნებამ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს... პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ იყვნენ, კი ბატონო, ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მხარს, მაგრამ საკრებულო, როგორც ასეთი, უნდა დაკომპლექტდეს ოპოზიციის კანდიდატების მიერ. იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას, ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. კომისიებში, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოთ ოპოზიციონერებს" - თქვა მელიამ TV პორველის ეთერში.

მარტვილში, რუსთავში, ზუგდიდში, სენაკში, ჩხორუწყუსა და წალენჯიხაში ოპოზიცია ჯამში უმრავლესობაშია, თუმცა, გადამწყვეტი ხმები გიორგი გახარიას პარტიას აქვს. აქედან ორში - მარტვილსა და რუსთავში, საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.

კომენტარები