ლუვრი

ლუვრის მუზეუმი თანამშრომლების გაფიცვის გამო დროებით დაიკეტა

focus.ua

პარიზში ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც მუზეუმი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მუზეუმის twitter-ის გვერდმა გაავრცელა. 

თანამშრომლების გაფიცვის მიზეზი დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა გახდა. ისინი ამბობენ, რომ ვიზიტორების ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან. 

პროფკავშირში ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადი 20% ით გაიზარდა, ხოლო მუზეუმის თანამშრომლების რაოდენობამ იკლო. განცხადებაში წერია რომ თანამშრომლები "იხრჩობიან" ამდენი ვიზიტორის გამო.  

მუზეუმი დამთვალიერებლებს დაპირდა რომ გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებს.

კომენტარები