თბილისის საქალაქო სასამართლოში, გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ფერმწერ ლევან მარგიანს 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გადაწყვეტილება მოსამართლე, მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ცნობისთვის, დღეს, უწყების ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით დააკავეს 14 პირი, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც სახეს "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს, განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის", იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას", მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას"





