რუსული რეჟიმი

სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის რეჟიმმა დილიდან სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა

სავარაუდოდ დაკავებული პირები: ლაშა ჩხარტიშვილი, შალვა ჩუბინიძე და ვახო სანაია

სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის რეჟიმმა დილიდან სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სავარაუდოდ დაკავებული პირები ან მათი ახლობლები ავრცელებდნენ.

გავრცელდა რამდენიმე სავარაუდო დაკავების ვიდეო მასალაც, რომელშიც ისმის, რომ შსს-ს თანამშრომლები მოქალაქეებს უმარტავენ, რომ ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა მათთან დაკითხვაზე წაყოლას სთხოვენ.

სავარაუდოდ დაკავებულთა სია ასეთია: ვახო სანაია; ლაშა ჩხარტიშვილი; ლევან ჯობავა; შალვა ჩუბინიძე; ნინო სვანიძე; ლარა ნაჭყებია; თორნიკე თხილავა; ლევან მარგიანი; ვახო მაჭავარიანი; საბა ხომერიკი.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ერთ-ერთი დაკავებული პირის, ნინო სვანიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

შსს სავარაუდო დაკავებების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.


ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმის გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

ცვლილებების მიხედვით, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკვეტვის პირველივე შემთხვევები მანიფესტაციის მონაწილეებისთვის 15, ხოლო ორგანიზატორებისთვის 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

კომენტარები