გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

იუსტიციის საბჭოს წევრი: შეურაცხყოფის გამო სარჩელის შეტანა რთული და არაეფექტური გზაა

შეურაცხყოფის გამო, მოსამართლეს შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა, მაგრამ ეს რთული და როგორც წესი, არაეფექტური გზაა. არაეფექტურში ვგულისხმობ იმას, რომ დროში გაწელილი პროცესია - მოითხოვს სარჩელის შეტანას, ამ სარჩელის განხილვის რამდენიმეთვიან ვადას, სხვადასხვა ინსტანციებს და ა.შ. მთავარი საკითხი ამ დროს მტკიცების ტვირთია - თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ მაგალითად, ის არის ცხოველი, მან თურმე უნდა ამტკიცოს, რომ არ არის ცხოველი. მტკიცების ტვირთი აქ სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს.

იუსტიციის საბჭოს წევრის შოთა გეწაძის კომენტარი ინიციატივაზე, რომელიც მოსამართლეების კრიტიკის შეზღუდვას გულისხმობს.

კომენტარები