Associated Press-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია კერძო სექტორის დაფინანსებით, არგენტინისთვის დახმარების 20 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდაზე მუშაობს.
ეს თანხა იმ 20-მილიარდიან საკრედიტო სვოპს დაემატება, რომელსაც აშშ ოქტომბერში არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის და მის მთავრობას არგენტინის ვალუტის გასამყარებლად და სტაბილიზაციისთვის შეჰპირდა.
“ჩვენ კერძო ბანკებთან და სუვერენულ ფონდებთან ერთად ვმუშაობთ 20-მილიარდიან ფონდზე, რომელიც სვოპ შეავსებს და, ვფიქრობ, რომ ისინიც ვალების ბაზრის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ.” - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა. მან დაამატა, რომ მრავალმა ბანკმა და სუვერენულმა ფონდმა გამოხატა ინტერესი.
14 ოქტომბერს თეთრ სახლში მილეისთან შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მის ადმინისტრაციას სურს დახმარება, მაგრამ მან ასევე მიანიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მილეის პარტია ვერ გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა შეთავაზების გაუქმებაც.





![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)