აღმოჩნდა, რომ ჯარიმები არასაკმარისად ეფექტური იყო. მაგალითად, ვიღაცამ სიამაყით თქვა, რომ უკვე 250 000 ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაგრამ აქციაზე მაინც დადის. ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს და შესაბამისად, არც ამოღების რესურსი არ არსებობს. ასეთი ადამიანები მიდიან და გზას კეტავენ [...] რაც საკმარისად ეფექტური არაა, ის უფრო ეფექტური საშუალებით უნდა შეიცვალოს [...]
შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე, ეს არის ადმინსიტრაციული პატიმრობა, რომელსაც გამეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა მოჰყვება. ვფიქრობთ, ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ჯარიმები.





