საქართველო-ფინეთი

ჩაკვეტაძე: ქალბატონო ელინა, ძალიან სამწუხაროა თქვენი გუშინდელი პერფორმანსი

შიდა აგენტურა ახლა მხოლოდ გარე მფარველების ამარაა დარჩენილი, ის ქალბატონიც, ელინა ვალტონენი გუშინ, რომ რუსთაველზე ჩამოიარა და ვენის კონვენცია თავზე დაგვახია ამის ნათელი გამოხატულებაა.

საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, სამეგრელოში აქვთ ასეთი ფრაზა, როდესაც ცეცხლს ალი შემოაკლდება შეშას შეუკეთებენ ხოლმე, ამის მცდელობა იყო ესეც მეტი არაფერი, ქალბატონო ელინა, ძალიან სამწუხაროა თქვენი გუშინდელი პერფორმანსი.

აბა, ერთხელ მოიკითხეთ რევანშისტების მიერ დაშავებული პოლიციელები, აბა, ერთი სიტყვა მაინც თქვით ძალადობრივი აქციების დასაგმობად, მაგრამ არა, წარმოუდგენელია, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტი ასე პოზიციონირებს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გასცა ღირსეული პასუხი ოთხ ოქტომბერს, ჯერი ახლა ჩვენზეა, წინ საკონსტიტუციო სარჩელია, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ეუთოს თავჯდომარის აქციაზე მისვლის შესახებ.

კომენტარები