საქართველო-ფინეთი

კირცხალია: ვალტონენი უპატაკებს დამკვეთს, ქალბატონ კალასს რუსთაველზე სეირნობის შედეგებს

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინდელ ვიზიტს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონის, რომელიც თავისი მანდატის მიწურულს, ეუთო-ს თავმჯდომარის მანდატი მაქვს მხედველობაში, ჩამოვიდა კონკრეტული მისიით, რა მისიის შესრულების მცდელობაც ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს ამ მისიის შედეგებს და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. ვნახეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, ქალბატონი თურმე შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით, როგორი ღიმილისმომგვრელია - აქედან ვუსვამ შეკითხვას, რომელი კანონითაა შეშფოთებული, შემთხვევით გამჭვირვალობის კანონით ხომ არა? ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არიან შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არა, რომელიც მოქმედებს ყველა სუვერენულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ეს უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თურმე ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. [...] პირდაპირ ვიხილეთ გუშინ ექსტრიმიზმის მხარდაჭერა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ფირცხალიამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შესახებ, რომელიც 14 ოქტომბერს რუსთაველე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

კომენტარები