შსს

აჭარის პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა - შსს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.

"დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით ინტერპოლის  წითელი ცირკულარით  იძებნებოდა. სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - აცხადებს შსს.

კომენტარები