12 ოქტომბერს ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი სისტემის (EES) ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება.
EES მიზნად ისახავს ევროკავშირის ქვეყნებში არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესვლა-გასვლის ელექტრონულ რეგისტრაციას, რაც მიმართულია უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და დანაშაულთან ბრძოლისკენ.
სისტემა გულისხმობს პასპორტში შტამპების დასმის ჩანაცვლებას ბიომეტრიული მონაცემების, მაგ. თითის ანაბეჭდის, სახის გამოსახულებისა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციის ციფრულ ფორმატში შენახვით.
აღნიშნული სასაზღვრო შემოწმება არ შეეხება მათ, ვისაც ევროკავშირში ბინადრობის უფლება ან გრძელვადიანი ვიზა აქვს.





