დავით გოგობერიშვილი

სალიას თქმით, ციხის გარდაცვლილი უფროსი სიკვდილამდე გენ-ინსპექციაში გამოკითხვაზე იყო

პაატა სალია

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას თქმით, ციხის გარდაცვლილი უფროსი დავით გოგობერიშვილი სიკვდილამდე გენ-ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

"ზუსტი თარიღი არ მახსოვს, თუ არ ვცდები, რამდენიმე კვირის წინ იყო გენ-ინსპექციაში გამოკითხვაზე.

[...] როდესაც მან დატოვა შენობა, როდესაც გამოიკითხა, გენ-ინსპექციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იყო ძალიან მშვიდი შეხვედრა და მას არანაირი განცდა არ დარჩენია, რომ ბატონ გოგობერიშვილს შეიძლებოდა ჰქონოდა შიში დაპატიმრების" - ამბობს სალია TV პირველთან.

7 ოქტომბერს ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარიდან ორ დღეში სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გია ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა 2 პატიმარი, რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად 10 დღე გაატარეს. მათივე ცნობით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქემოკლიძის ბრძანებით წაშალეს. 

უწყების ცნობითვე, "გუშინდელ დღემდე" არცერთ მოწმეს არ უხსენებია აღნიშნული 2 პატიმრის ბაჩიაშვილთან შესახლების შესახებ. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ცემის საქმეს, სუს-ის ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ბაჩიაშვილის საკანში ქემოკლიძის ბრძანებით კამერები გამორთეს. 

ცნობისთვის, 21 აგვისტოს  N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. ასევე თანამდებობა დატოვა პენიტენციურის უფროსმაც, ბეჟან ობგაიძემ.

კომენტარები