დავით გოგობერიშვილი

ციხის ყოფილი დირექტორი, რომელმაც პოსტი ბაჩიაშვილის ცემის შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხე
facebook.com/moc.gov.ge

გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა ბაჩიაშვილის ცემის შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება საიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

IPN-ს ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

ცნობა დავით გოგობერიშვილისა და მისი მოადგილის \თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით 21 აგვისტოს გავრცელდა. 22 აგვისტოს გადადგა პენიტენციურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძეც. 

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფორნდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივლისს, TV პირველმა გაავრცელა.

ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს

14 ივლისს განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელშიც დეტალურად აღწერს მასზე თავდასხმას, ბაჩიაშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას უკავშირებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, რომელშიც წერს, რომ 11 ივლისს "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება". პენიტენციურის ცნობით, ორივე მსჯავრდებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები