საფრანგეთი

მაკრონმა პრემიერმინისტრად კვლავ სებასტიენ ლეკორნუ დანიშნა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი, სებასტიენ ლეკორნუ
Ludovic Marin/AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის პოზიციაზე კვლავ სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა.

ამის შესახებ განცხადება 10 ოქტომბრის საღამოს საფრანგეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან საბოლოო კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა.

დღის პირველ ნახევარში მაკრონმა პარტიათა ლიდერები ელისეს სასახლეში შეკრიბა. რადიკალური მემარცხენე და მემარჯვენე პარტიის ლიდერებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტს არ მიუმართავს.

ელისეს სასახლის განცხადების მიხედვით, შეხვედრა "საერთო პასუხისმგებლობის მომენტი" უნდა ყოფილიყო.

ცნობისთვის, 6 ოქტომბერს სებასტიენ ლეკორნუ პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებიდან ერთ თვეზე ნაკლებში გადადგა.

კომენტარები