4 ოქტომბერი

პაპუაშვილი ჩახუნაშვილზე: დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია, დისკრიმინაცია არ ხდება

აქ შეიძლება შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდოდა ისე, რომ სულ მოგებაში ყოფილიყო, ითხოვდა ბიუჯეტიდან გარანტიას, რომ პორტს თუ არ ექნებოდა მოგება, ჩვენ მოქალაქეები დავუმატებდით ფულს, რომ ჰქონოდა მოგება. ანუ უნდოდა ისეთი ბიზნესმოდელი, რომელშიც გამორიცხულია წაგება. ზუსტად ასე წარმოსახავენ დღეს, სახელმწიფო გადატრიალებას ისე, თითქოს ბოლოს ისინი უნდა დარჩენილიყვნენ მოგებულები. ისინი, ვინც მიდიან ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას მოჰყვება პასუხისმგებლობა. [...] რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ყველაფერს. ის ვინც ბედავს და იჩენს სითამამეს, მათ შორის, კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც იმავეს მოუწოდებდა, თუკი ეყო იმ ადამიანს იმის სითამამე, რომ დაერღვია კანონი, მაშინ უნდა ეყოს იმის სითამამეც, რომ მიიღოს პასუხისმგებლობა. ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია, სადაც რასაც გინდა აიღებ, რასაც გინდა არ აიღებ. [...]

ყველას აქვს რაღაც პროფესია და დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია, ქურდსაც ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. დიკრიმინაცია პროფესიის მიხედვით ვერ მოხდება, მარტივია საკითხი, იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება დამხობისკენ, დაიწყო ასრულება ამ მოწოდების და ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ რეზიდენციაში.

ეს არის აბსოლუტური სისულელე. დისკრიმინაცია ადამიანების პროფესიის მიხედვით არ ხდება, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანისფერის მიხედვით, ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული უდნა მოიძიონ, მოიკვლიონ და შესაბამის პასუხისგებაში მიეცენ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შესახებ.

კომენტარები