აშშ-რუსეთი

რიაბკოვი: ალასკის შეხვედრის ძლიერი იმპულსი მნიშვნელოვნად ამოიწურა

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ალასკაზე გამართული შეხვედრის იმპულსი "მნიშვნელოვნად ამოიწურა". ის ამას ევროპის ლიდერებს აბრალებს.

"შეთანხმების სასარგებლოდ ანკორიჯის ძლიერი იმპულსი მოწინააღმდეგეებისა და უკანასკნელ უკრაინელამდე ომის მხარდამჭერების ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად ამოიწურა... ეს არის, პირველ რიგში, ევროპელების დესტრუქციული საქმიანობის შედეგი, რაზეც პირდაპირ და ცხადად ვსაუბრობთ." - თქვა რიაბკოვმა.

ამას გარდა, რიაბკოვმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გეგმები, გადასცეს უკრაინას ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტები.

"რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ძალიან სერიოზული ესკალაციური ნაბიჯია. მართლაც, ასეთი სისტემების გამოჩენა, თუ საქმე აქამდე მივა, იქნება ვითარების არსობრივი, შეიძლება ითქვას ხარისხობრივი ცვლილებაც კი. თუმცა ეს არ იმოქმედებს ჩვენს მიზანდასახულობაზე, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს." - თქვა რიაბკოვმა.

 

კომენტარები