მალხაზ გიგუაშვილს, რომელიც პოლიციელის კისრის არეში დაჭრაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
შემთხვევა 5 ოქტომბერს, ქეთევან წამებულის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა." - წერს პროკურატურა განცხადებაში.
მალხაზ გიგუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით - პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - წარედგინა, 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





