პროკურატურის განცხაებით, რუსთაველის გამზირზე, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის "პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე" გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს.
"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფებს". - ნათქვამია განცხადებაში.
მუხლი გულისხმობს: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, რაც გულისხმობს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომიას ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.





