4 ოქტომბრის აქცია

შსს: აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო ძალები თბილისში სხვადასხვა ადგილზე განლაგდნენ

IPN

შსს-ს ცნობით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე განლაგდნენ.

"მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე აქციაა დაგეგმილი. 

კომენტარები