ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის გამო ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე, მათ შორის, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი, დაამატა.
სანქცირებულთა შორისაა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც საჯაროდ დაიცვა პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ასევე სანქცირებულია მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.





