მესტიაში, ჭუბერში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ დროისთვის, ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





