29 სექტემბერს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, ხოლო ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივაზე ილაპარაკა.
ნეთანიაჰუს თქმით, თუ ჰამასი უარს იტყვის აშშ-ს გეგმაზე ან "დათანხმდება და მომავალში დაარღვევს შეთანხმებას, ისრაელი თავად მიიყვანს საქმეს ბოლომდე".
"ეს შეიძლება მოხდეს მარტივი ან რთული გზით. ჩვენ უპირატესობას მარტივ გზას ვანიჭებთ. ყველა მიზანს უნდა მივაღწიოთ, იმისთვის არ გვიბრძოლია, არ გაგვიწირავს საუკეთესო ახალგაზრდები, რომ ჰამასი ღაზაში დარჩეს". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტრამპის გეგმა შესაძლოა გახდეს ახალი დასაწყისი არა მხოლოდ ღაზისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.





