5 მაისს, ისრალის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე ახალი შეტევა იქნება ინტენსიური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი ჰამასის განადგურებაა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება ჰამასის გასანადგურებლად ღაზაში მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესახებ". – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ "მოსახლეობა მისივე დაცვის მიზნით გადაადგილებულ იქნება".
პრემიერმინისტრს სამხედრო ოპერაციის დეტალები არ დაუზუსტებია.





