რუსეთი

პუტინმა საშემოდგომო სამხედრო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა, გაიწვევენ 135 000 კაცს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Ria Novosty

ვლადიმირ პუტინმა საშემოდგომო სამხედრო გაწვევის ბრძანებას ხელი მოაწერა. სამხედრო სამსახურში წინასწარი მონაცემებით 135 000 ადამიანს გაიწვევენ.

გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. პარალელურად რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოეწურათ. 

გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

ბოლოჯერ რუსეთში გაწვევა 2025 წლის გაზაფხულზე იყო. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 160 000-მდე ადამიანი.

კომენტარები