საოკუპაციო ხაზი

EUMM: მისიის საოკუპაციო ხაზთან ყოფნა არ ყოფილა პასუხი რამე კონკრეტულ ინციდენტზე

civil.ge

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ მათ30 ოქტომბერს, გამთენიისას, ჩაატარეს რეგულარული, დაგეგმილი პატრულირება სოფელ ატოცის სიახლოვეს.

როგორც მისიის განცხადებაში წერია, ისინი სოციალური მედიით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას ეხმაურებიან. 

EUMM აცხადებს, რომ მისია მისია დღისით და ღამით აწარმოებს დაკვირვებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე და მისი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნა არ ყოფილა პასუხი რაიმე კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამას ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა.

"უფრო მეტადაც, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პატრულირება მისიის საპატრულო გეგმის შესაბამისად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და ანგარიშგებას ახდენს „ბორდერიზაციის“ დამატებით ნიშნებზე ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მისიამ დააფიქსირა ახალი ღობეების აღმართვის პროცესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით დამატებით წინაღობებს უქმნის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

მისიას არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი განსხვავებები სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების ადგილზე ყოფნის ან პატრულირების კუთხით უკანასკნელ დროს. მისია აფასებს უსაფრთხოების სიტუაციას ადმინისტაციული საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც შედარებით სტაბილურს უკანასკნელ პერიოდში", - წერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში. 

კომენტარები