საქართველო-უკრაინა

კობახიძე: უკრაინაში არის ტრაგიკული მდგომარეობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით

უკრაინაში, ჩემი თვალსაზრისით, არის ტრაგიკული მდგომარეობა როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. ნუ, როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე ეს თავისთავად არის, ბუნებრივია, ნონსენსი.

საქართველო არის ლიდერი, უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.

განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული".

კომენტარები