რუსული რეჟიმი

ღარიბაშვილს დაჭერის არ ეშინია, დარწმუნებული ვარ და არც არის ამის საშიშროება – ნამორაძე

ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე კახა კალაძის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას ესწრება. ღონისძიებას ასევე ესწრება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ღარიბაშვილის კადრების დაჭერაზე, რაზეც ნამორაძემ უთხრა, რომ ყოფილ პრემიერმინისტრთან მეგობრობს:

"მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის ადამიანი და ის კაცი, რომელიც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო, ასე პიროვნულ ურთიერთობებს და ყოველთვის ვიქნები ერთგული და მეგობარი მისი.

არ ვიცი [სად არის] კარგად არის დარწმუნებული ვარ და კარგადაც იქნება" - თქვა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე-"ღარიბაშვილის კადრებს, რომ იჭერენ, ამაზე რას ფიქრობთ?".

ჟურნალისტის შეკითხვაზე დაჭერის არ ეშინია? ნამორაძემ უპასუხა: "არა, არ ეშინია, დარწმუნებული ვარ და არც არის ამის საშიშროება".

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ქვეყანა დატოვა. VR Holding-მა აღნიშნულზე განცხადება გაავრეცელა, სადაც წერდა, რომ ნამორაძე ოჯახთან ერთად მოგზაურობდა და თბილისში 2 დღეში დაბრუნდებოდა

კომენტარები