ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კირცხალია ზელენსკიზე: ამ მარიონეტმა პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს საქართველოზე

ზელენსკიმ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, ჯერ როდესაც საქართველოზე ხმას იღებს, და ნახოს სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით, კორუფცია იქნება, მედიათავისუფლება იქნება, ადამიანის უფლებები იქნება თუ სხვა და შემდეგ ისაუბროს და შემდეგ ისაუბროს და შემდეგ ჩახედოს ასევე ევროკომისიის დასკვნაში ამ მარიონეტმა, პირდაპირი მნიშვნელობით, სად არის თავის ქვეყანა. და ამ მარიონეტმა, კიდევ ერთხელ, სანამ გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა ეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ.

"ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება" - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.

კომენტარები