ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მიწვეულნი არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული არ არის, თუმცა ქვეყანა მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი." - წერს იოზვიაკი.





