საქართველოს საგარეო პოლიტიკა

ახალი სავიზო პოლიტიკის ხელისუფლებისეულ განმარტებას ოპოზიცია სიცრუეს უწოდებს

ახალ სავიზო რეგულაციებს საქართველოს ხელისუფლება ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ხსნის. თუმცა იმ გუნდის წარმომადგენლები, რომლის დროსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი დაიწყო, ხელისუფლების ამ განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ. გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირი არ ითხოვს მისი მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის დღეების შემცირებას.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ახალ რეგულაციებს გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ბენდუქიძე წერს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება მისი ინიციატივით 2004 წელს დაიწყო და იყო წინააღმდეგობა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რადგან საკონსულოებს ფული შემოაკლდებოდა.

კომენტარები