საქართველოს საგარეო პოლიტიკა

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა

იაპონიის სამეფო ოჯახი
REUTERS

საქართველოს პრეზიდენტი 21 ოქტომბერს  ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს და პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან.

მარგველაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იაპონური ბიზნესორგანიზაციების და იაპონური მედიის წარმომადგენლებთანაც. 

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში არიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები