კრემლის პროპაგანდისტმა და Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე საჯაროდ განაცხადა, რომ კიბოს გამო მკურნალობა უტარდება.
"სიამოვნებით დავწერდი, რომ ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ ვცდილობ, არასდროს არ მოვიტყუო. ტიგრანი (რედ. - სიმონიანის ქმარი) კვლავინდებურად კომაშია, ხოლო მე კიბოს მკურნალობა მიტარდება. რა არის ამაში კარგი?" - დაწერა სიმონიანმა.
კრემლის პროპაგანდისტმა ასევე დაწერა, რომ მას ქიმიოთერაპიას მალე ჩაუტარდება ან უკვე უტარდება
"მალე პარიკებში მიხილავთ". - დაწერა სიმონიანმა.
მანამდე, გამოცემა The Moscow Time საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სიმონიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
7 სექტემბერს, კიდევ ერთი პროპაგანდისტის ვლადიიმირ სალავიოვის ეთერში, სიმონიანმა თქვა, რომ მას "საშინელი და მძიმე" დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საჭიროა ოპერაციის გაკეთებაც. სიმონიანმა მიანიშნა, რომ საუბარია მასტექტომიაზე.
ცნობისთვის, სიმონიანის ქმარმა, ტიგრან კეოსაიანმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა და გასული წლის დეკემბრიდან კომაშია. ამის შესახებ საუბრისას სიმონიანმა აღნიშნა, რომ მის ქმარს "დიდი ხანია, დაავადებული გული აქვს".





