გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, კრემლის პროპაგანდისტსა და Russia Today-ს მთავარი რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა Russia Today-ში მისი საქმიანობის გაგრძელება და განიხილება მისი წასვლის ვერსიაც.
7 სექტემბერს, კიდევ ერთი პროპაგანდისტის ვლადიიმირ სალავიოვის ეთერში, სიმონიანმა თქვა, რომ მას "საშინელი და მძიმე" დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საჭიროა ოპერაციის გაკეთებაც. სიმონიანმა მიანიშნა, რომ საუბარია მასტექტომიაზე.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
