კიბერთავდასხმა

აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს კიბერთავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებენ

Reuters

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი კიბერთავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულეს. თავდასხმა ინფორმაციის მოპარვას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას ემსახურებოდა და სამიზნეს სამთავრობო დაწესებულებები და კერძო ორგანიზაციები წარმოადგენდა.

ქვეყნებმა თავდასხმის მომზადებაში კრემლი დაადანაშაულეს. თეთრი სახლის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორის განცხადებით აშშ-მა ამას შესაძლოა ახალი სანქციებით ან საკუთარი კიბერ შესაძლებლობების რუსეთის წინააღმდეგ მიმართვით უპასუხოს. მისივე თქმით თავდასხმა პარასკევს სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების პასუხი არ არის, რადგან აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ თავდასხმის მზადების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის მანძილზე იძიებდნენ.

კომენტარები