მე მომწონს ბრენდან კარი, ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. ის კარგი კაცია. მე მასთან ახლოს მიმუშავია. მაგრამ, რაც მან თქვა ძალიან სახიფათოა. [...] ის აცხადებს, რომ ჯიმი კიმელი სიცრუეს ავრცელებდა. ეს მართალია. მან მართლაც მოიტყუა და ეს საქციელი ამერიკელი ხალხის საჯარო ინტერესს არ ემსახურება. ამიტომ ის დაიმუქრა, რომ კომუნიკაციების კომისია ABC-ს ლიცენზიას გააუქმებდა. უნდა ვთქვა, რომ ეს აშკარა მუქარა იყო.
მან თქვა: "ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად". ეს ხომ პირდაპირ დიდებული ბიჭებიდანაა [რედ. ფილმი Goodfellas] - სწორედ ისეთი სცენაა, თითქოს მაფიოზი ბარში შედის და ამბობს: "კარგი ბარია. სამწუხარო იქნება, თუ მას რაიმე დაემართება".
მე კარგად მესმის, ჯიმი კიმელმა იმდენჯერ დამცინა, ვეღარ ვთვლი. კორპორაციული მედია არ არის პატიოსანი. ისინი მატყუარები არიან. მძულს, რაც ჯიმი კიმელმა თქვა. მიხარია, რომ ის დაითხოვეს. მაგრამ გეტყვით - თუ მთავრობა იმის თქმას დაიწყებს, რომ “არ მოგვწონს, რასაც მედია ამბობთ და თუ არ იტყვით იმას, რაც ჩვენ გვინდა, თქვენს ეთერებს დავბლოკავთ”, ეს კონსერვატორებისთვის საბოლოოდ ცუდად დამთავრდება.
აშშ
კრუზი: თუ მთავრობა მედიის ცენზურას დაიწყებს, ეს კონსერვატორებისთვის ცუდად დამთავრდება





