ტრამპის მოკავშირისა და კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ გამონათქვამების გამო, ჯიმი კიმელის გადაცემა - Jimmy Kimmel Live - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს.
15 სექტემბერს კიმელმა გადაცემაში თქვა, რომ რესპუბლიკური პარტია კირკის მკვლელობისგან "პოლიტიკური ქულების" დაწერას ცდილობდა.
"MAGA-ს ბანდა სასოწარკვეთილი ცდილობდა ამ ბიჭის დახასიათებას, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, რომ თითქოს რაღაც სხვა იყო და არა მათი მსგავსი და ყველაფერს აკეთებდა, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერა ამით" — თქვა კიმელმა.
კიმელის განცხადებების შემდეგ, აშშ-ს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა ტელეკომპანია ABC-ს გასართობი გადაცემის შეჩერებისკენ მოუწოდა.
გადაწყვეტილება ABC-მ დღეს მიიღო და განაცხადა, რომ გადაცემას "განუსაზღვრელი ვადით" აჩერებდა.
კიმელის გადაცემის შეჩერებას აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ტელეკომპანიის გადაწყვეტილება შეაქო.





