რუსული რეჟიმი

"კოალიცია ცვლილებისთვის": ვუერთდებით 27 სექტემბრის აქციას გმირთა მოედანზე

კოალიცია ცვლილებისთვის
კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

"ვუერთდებით დევნილთა ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას 27 სექტემბერს. 1993 წლის 27 სექტემბერი არის ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. დღეს კი "ქართული ოცნების" არალეგიტიმური რუსული ხელისუფლება პრაქტიკულად მთელი საქართველოს ოკუპაციისკენ მოგვიწოდებს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას 27 სექტემბერს მოხვიდეთ გმირთა მოედანზე, გმირების მემორიალთან, 19 საათზე, საიდანაც შემდგომ მარშით დავიძვრებით პარლამენტისკენ." - თქვა თემო პაპასქირმა.

კოალიციის წევრის, გელა ხასაიას თქმით, რუსეთს არ უწევს დღეს საქართველოში იარაღით ბრძოლა, რადგან ქართველი მოღალატეებით იბრძვის.

"27 სექტემბერი ამ ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი მძიმე თარიღი და ეს დღე გვახსენებს რუსეთის აგრესიას და რუსეთის როლს საქართველოში, რომ მისი ფუნქცია არის მუდმივად ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა. ამის პარალელურად, ამ ეგრედწოდებული ხელისუფლების გამო, რუსეთს არ უწევს იარაღით ბრძოლა, ის იბრძვის საქართველოში ქართველი მოღალატეების მეშვეობით, რომლებსაც დღეს ქართული ოცნება ჰქვიათ. ქართული ოცნება მიზანმიმართულად ებრძვის დასავლეთს ხოლო დასავლეთი არის მხარე, რომელზცე დგას ჩვენი ქვეყნის არაღიარების პოლიტიკა. მათი პოლიტიკის მეშვეობით დღეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არ არის აღიარებული მსოფლიოში." - განაცხადა ხასაიამ.

დევნილთა ორგანიზაციების განცხადებით, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება.

კომენტარები