გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
"ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე [სანქციების] სამიზნეა თავის პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ასევე სანქცირდება ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც რუსეთთან და ქართულ ოცნებაში უმაღლეს დონეებზე ექსტენსიური კავშირები აქვს." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენ კიდევ ერთ საარსებო წყაროს ვკეტავთ საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებითა და შეკავებით, რომლებიც უკრაინაში პუტინის უკანონო ომს დახმარებას უწევენ." - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთიმ.
ამასთან, დასანქცირებულია ორი ნავთობმზიდი გემიც, რომლებმაც "ჩრდილოვანი ფლოტის" ფარგლებში რუსული ნავთობი ქალაქ ბათუმის პორტში შეიტანეს.
"ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილელების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით." - წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.





