NATO-ს სამხედრო წვრთნა

პოლონეთი NATO-სთან ერთად მასშტაბურ წვრთნებს ატარებს, რომელშიც 30 000 სამხედრო მონაწილეობს

პოლონეთი NATO-სთან ერთად, მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელშიც 30 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. სამხედრო წვრთნებში 600-ზე მეტი ტანკი, თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემაა ჩართული.

წვრთნებში სახელწოდებით რკინის კარიბჭე ჩართულია Abrams-ის ტიპის ტანკები, K-9 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები, WR-40 Langusta-ს ტიპის სარაკეტო ტყვიამფრქვევები, Rak-ის ტიპის ნაღმმტყორცნები, Rosomak ZSSW-30 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, Spike-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო და Piorun-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, F-35-ის და F-16-ის ტიპის გამანადგურებლები და AH-64 Apache-ს ტიპის ვერტმფრენები.

სწავლებაში მონაწილეობენ NATO-ს მუდმივი ბატალიონის საბრძოლო ჯგუფი, რომელშიც აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთისა და ხორვატიის ჯარები.

წვრთნები ქალაქ ოჟიშში მდებარე საწვრთნელ მოედანზე ტარდება, რომელიც სუვალკის სტრატეგიული დერეფნიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. სუვალკის დერეფანი, რომელსაც მედიაში ხშირად NATO-ს "აქილევსის ქუსლს" უწოდებენ,  პოლონეთსა და ლიტვას აკავშირებს და ბელარუსსა და კალინინგრადის ანკლავს შორისაა მოქცეული.

რკინის კარიბჭე, რომელიც ალიანსის უფრო ფართო პროექტის რკინის დამცველის ნაწილია, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ერთიანობის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.

კომენტარები