NATO-ს სამხედრო წვრთნა

შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წვრთნა დაიწყო

შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომელშიც ალიანსის ექვსი სამხედრო ხომალდი მონაწილეობს.

სამხედრო სწავლება ანტისაჰაერო და ნავსაწინააღმდეგო სწავლებას მოიცავს და მასში ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის საზღვაო ძალები არიან ჩართულნი.

ამერიკელი ადმირალის, ბრედ უილიამსონის თქმით, შავ ზღვაში წვრთნა ალიანსის წევრებს მოამზადებს, რათა შეასრულონ ნებისმიერი მისია, რაც კოლექტიური თავდაცვისთვის იქნება საჭირო.

თვის ბოლოს, წვრთნების დასრულების შემდეგ, სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში დაბრუნდებიან და რეგიონში პატრულირებას გააგრძელებენ.

კომენტარები