ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

გორდულაძე: ვინც სახელმწიფო ქონებას მიითვისებს, გამოდის, ოცნების ნამდვილი წევრი არც ყოფილა

ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის ქართული ოცნების იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და ქართული ოცნების ნამდვილი წევრი არც არასდროს არ ყოფილა.

იმიტომ, რომ მთავარი პრინციპი და საფუძველი, რაც ქართული ოცნების გუნდს გვაქვს არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და  ვიბრძვით იმისათვის, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერადროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ცხოვრების მოწყობა.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში.

კომენტარები