ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში, უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული მექანიზმები

თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის - 2008 წელს, ომის დაწყებამდე, დაახლოებით, 1 თვით ადრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის, ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. 


რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შესაბამისი ჩანაწერი აღდგეს საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სამშობლოს ღალატის შესახებმ კანონზე საუბრისას

კომენტარები