ჰუსიტები-ისრაელი

ისრაელმა ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონი რამონის აეროპორტთან ჩამოაგდო

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონი ქვეყნის სამხრეთში, რამონის აეროპორტთან ახლოს ჩამოაგდეს.

IDF აცხადებს, რომ დრონი "რკინის გუმბათის" რაკეტით ჩამოაგდეს.

დრონის და მისი ნამსხვრევების გამო, საჰაერო განგაშის სირენები მეზობელ რეგიონებშიც ისმოდა.

სოციალურ ქსელში დრონის აფეთქების კადრები ვრცელდება:

კომენტარები