ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტა ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
Times of Israel-ის ცნობით, რაკეტა აეროპორტის პერიმეტრში ერთ-ერთ სამანქანო გზასთან ახლოს ჩამოვარდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის ჰაერში განადგურება ვერ შეძლო.
IDF-ის განცხადებით, რაკეტის გასანადგურებლად რამდენიმე მცდელობა განხორციელდა.
Times of Israel წერს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მიიღეს შეტყობინება, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.





