სიურპრიზებს ჩვენ ტრადიციულად ვუკეთებთ ხოლმე ნაცმოძრაობას. 9 სიურპრიზი გავუკეთეთ უკვე, როდესაც არჩევნები წააგეს. ბევრი სხვა სიურპრიზიც იყო. დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცავმა უწყებებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია.
რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ და ასე ხდება, ხომ? 9 არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. სერიოზული, უსერიოზულესი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. არიან ძალები, ძალიან გავლენიანი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურდათ არეულობის სცენარის განხორციელება. ყველაფერი ჩავუგდეთ, ყველაფერი მოვუგეთ, ყველა სიურპრიზი გავუკეთეთ. ამაზე იდარდოს ნაცმოძრაობამ.





